სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიტროლეიბუსი თბილისში — ქალაქის წარსული, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს მეხსიერებაში

ტროლეიბუსი თბილისში — ქალაქის წარსული, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს მეხსიერებაში

თბილისში ტროლეიბუსის სისტემა 1937 წელს ამოქმედდა, თუმცა მისი იდეა და მარშრუტების დაგეგმვა ჯერ კიდევ 1934 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქის პირველი გენერალური გეგმა შედგა. ტროლეიბუსის საწყისი მარშრუტის სიგრძე 15 კილომეტრია, თუმცა, საბჭოთა პერიოდის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 95 კილომეტრამდე გაიზარდა, რასაც მოჰყვა ტროლეიბუსების რაოდენობის ზრდაც.

ტროლეიბუსი

მიუხედავად იმისა, რომ ტროლეიბუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მნიშვნელოვანი იყო, მისი წილი მგზავრების გადაყვანაში არცერთ დროს 20%-ს არ აღემატებოდა. ყველაზე დიდი კონკურენცია მას ტრამვაისთან ჰქონდა, რის შედეგადაც ტროლეიბუსმა შეძლო ცენტრალური ქუჩებიდან ტრამვაის ჩანაცვლება.

90-იან წლებში, მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი იყო ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში. თუმცა, ტროლეიბუსის სისტემა საბოლოოდ 2006 წელს დაიხურა.

ტროლეიბუსი

ტროლეიბუსის განვითარება და მისი ისტორია თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, თუმცა მისი გაქრობის შემდეგ, ქალაქში სხვა სახის ტრანსპორტი, მათ შორის ავტობუსები და მეტრო, პრიორიტეტად იქცა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  5 უცნაურობა ძველ ეგვიპტეში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი