შაბათი, აგვისტო 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებატრენინგში მონაწილეობს 1 300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და...

ტრენინგში მონაწილეობს 1 300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან

პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით მიზნით, მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრენინგში მონაწილეობს 1 300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.

„მისი მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად. წელს მისი დანერგვა 64 საჯარო სკოლაში მოხდება.

მასწავლებელთა გადამზადების პროცესს „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კახა ხანდოლიშვილთან ერთად დაესწრო.

პროფესიული პროგრამები შვიდ დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, გრაფიკული დიზაინი, Front-end დეველოპმენტი, ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, ბაღის დიზაინი და სასტუმრო მომსახურება.

ინტეგრირებულ პროგრამებზე მასწავლებელთა გადამზადების პროცესი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „პირად ცხოვრებაში თავს ბედნიერად არ ვთვლი, პირადი დალაგებული არ მაქვს“ - მიშა ავსაჯანიშვილის გულახდილი ინტერვიუ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი