პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემები"ტრანსპლანტაციის პროგრამის" ფარგლებში, თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება" -...

“ტრანსპლანტაციის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება” – კახა კალაძე

“თბილისის მერიის “ტრანსპლანტაციის პროგრამის” ფარგლებში, ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

“აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური), გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვას სრულად აფინანსებს.

“თბილისის მერია, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს. 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა. გასულ წელს, ასევე, დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის (HLA) განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული კვლევა 133 მოხალისედ დარეგისტრირებულ და პოტენციურ დონორს დაუფინანსდა”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დღეისთვის, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სრულად ხდება და ერთი მოქალაქისთვის 120 ათასი ლარი გამოიყოფა.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან – 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა.

“აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და შენარჩუნება მოხერხდა. მინდა, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ყველას, ვისაც აქვს გარკვეული საჭიროებები, მუნიციპალიტეტი მზადაა, გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ, დავაფინანსოთ, რათა ისარგებლოთ იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტში “ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის” 10 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.

  იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
ლარის კურსი კვლავ ბიზნესის მთავარი გამოწვევაა – BAG ინდექსის კვლევა

ლარის კურსი კვლავ ბიზნესის მთავარი გამოწვევაა – BAG ინდექსის კვლევა

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი