პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამართალდამცველებს ავალდებულებს დააკავონ არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია...

ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამართალდამცველებს ავალდებულებს დააკავონ არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა Laken Riley Act-ს, რომელიც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი არ აქვთ ჯერ წაყენებული.

„ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს მოეთხოვება, დააკავოს ყველა არალეგალი უცხოელი, რომელიც ბრალდებულია ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, მკვლელობის ან ნებისმიერი დანაშაულისთვის, რაც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ზიანს. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, ეს აქტი შტატების მთავრობებს აძლევს უფლებას, უჩივლონ ფედერალურ მთავრობას დაუყოვნებელი აღმკვეთი ზომების მისაღებად, თუ რომელიმე მომავალი ადმინისტრაცია ოდესმე კვლავ უარს იტყვის აშშ-ის იმიგრაციის კანონების აღსრულებაზე, როგორც ეს ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“, – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე კანონზე ხელის მოწერის შემდეგ.

  არის თუ არა პაპ ლეო XIV ქართული წარმოშობის?- გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი