ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, 18 მარტს, გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 16 მარტს, საღამოს განუცხადა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, გასული კვირის ბოლოს დიდი სამუშაო ჩატარდა. „გვსურს ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ომის დასრულებას“, – განაცხადა ტრამპმა. მან არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგი არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ „კარგი შანსები“ არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან განიხილება „გარკვეული აქტივების გაყოფა“ და საუბარი იქნება ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები