სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. ამასთან, დონალდ ტრამპმა დააზუსტა, რომ შეწყალება არ შეეხება „რადიკალებს” და „შეშლილებს”.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებითვე, ციხეში უნდა გაუშვან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი წევრი, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

NBC News-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულია, სულ მცირე, 1572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა(მაქსიმალური სასჯელი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა).

  „მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი