შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს

ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს

დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან ამოქმედდება.

ტრამპის განმარტებით, ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი.

ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს “პირდაპირი თავდასხმა” უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.

  „ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“- ირანის უზენაესი ლიდერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი