ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებატრაგედია გურჯაანში – სა­ვა­რა­უ­დოდ თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­და­უყ­ლა­პია ელე­მენ­ტი, "ელემენტმა შინაგანი ორგანოები დაუწვა...

ტრაგედია გურჯაანში – სა­ვა­რა­უ­დოდ თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­და­უყ­ლა­პია ელე­მენ­ტი, “ელემენტმა შინაგანი ორგანოები დაუწვა ბავშვს…“ – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მძიმე შემთხვევა მოხდა — 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვმა სავარაუდოდ დაახლოებით თვენახევრის წინ გადაყლაპა მცირე ზომის ელემენტი, თუმცა თავდაპირველად ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა. მათი თქმით, ელემენტი ორგანიზმში ერთ ადგილზე გაჩერდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნა, რამაც შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვია.

ბავშვი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიოდა. ექიმებმა მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარეს. ახლობლების თქმით, ოპერაციებში მონაწილეობდა უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტიც. პირველი ჩარევის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს მეორე ოპერაციის ჩატარებაც, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ოჯახის წევრების განცხადებით, ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებული ჩანდა. მათი თქმით, მშობლები კლინიკაში იმყოფებოდნენ და ბავშვს ესაუბრნენ, ის ჭამდა და აქტიურადაც იყო.

მათი ინფორმაციით, მოგვიანებით მშობლები სახლში დაბრუნდნენ, რადგან ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო და დაკვირვება გაგრძელდებოდა. თუმცა რამდენიმე საათში კლინიკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბავშვს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობდა. კატო იადანაშვილი ოჯახში უმცროსი შვილი იყო.

 

  დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა — რა გელით 18 მაისს საქართველოს მუზეუმებში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი