როგორ გავაქროთ ტონალურის კვალი სამოსიდან მარტივად

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორ ამოვიყვანოთ ტონალურის კვალი  ტანსაცმლიდან? 

ტონალურის კვალი მაკიაჟის გაკეთებისას სარკესთან ფუსფუსისას ან ჩახუტების დროს საყვარელ პერანგზე  ალბათ ბევრს შეგინჩნევიათ. არსებობს რამდენიმე მარტივი და გამოცდილი ხრიკი, რომელიც დაგეხმარება ტანსაცმლიდან ამოიყვანო ტონალური კრემი, ისე რომ არც ქსოვილი დაზიანდეს და არც ფერი დაკარგოს.

ჯერ ერთი, როცა ტონალური კრემი ტანსაცმელზე ხვდება, პირველი რეაქცია არ უნდა იყოს მისი გაწმენდა. ეს უფრო მეტად შეაზელს ლაქას ქსოვილში. უმჯობესია თავიდანვე სტრატეგიულად მიუდგეთ პრობლემას.

ტონალურის კვალი

გამოგადგებათ თხევადი მაკიაჟის მოსაშორებელი, განსაკუთრებით micellar water (მიცელარული წყალი). დაასველეთ ბამბის დისკი და ფრთხილად წაუსვით ლაქას. ლაქა დაიწყებს დაშლას. შემდეგ კი გაწმინდეთ სუფთა, მშრალი ტილოთი. ეს მეთოდი კარგია მაშინ, როცა ლაქა ჯერ კიდევ ახალია.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ ტონალური ჯერ კიდევ რბილია, მაგრამ ღრმადაა ქსოვილში, სახის დასაბანი საშუალება (შეიძლება იყოს რბილი ქაფი ან გელი) დაგეხმარებათ. წაუსვით ლაქაზე, ოდნავ გააქაფეთ თითებით, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და ჩამორეცხეთ ცივი წყლით.

აიღეთ ჩვეულებრივი სარეცხი გელი ან სარეცხი საპონი და წაუსვით პირდაპირ ლაქაზე. არ გამოიყენოთ ცხელ წყალი, რადგან ის ფიქსაციას უფრო გააძლიერებს. მსუბუქად შეაზილეთ ქსოვილში და გარეცხეთ ცივი ან თბილი წყლით.

მცირე ზომის ლაქებისთვის შეგიძლიათ სცადოთ ძმარი და საჭმელი სოდის ნარევი. შეურიეთ ერთმანეთს და წაუსვით ლაქას — ცოტა ხანში დაიწყებს „დაბუშტვას“, რაც მიუთითებს, რომ რეაქცია მუშაობს. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია ღია ქსოვილებზე, თუმცა ჯერ ქვედა ნაწილზე გამოცადეთ, ფერის შესანარჩუნებლად.

ტონალურის კვალი

და ბოლოს – რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედეთ!

- Advertisement -
Ad imageAd image

ტონალურის ამოყვანა ბევრად მარტივია მაშინვე, როცა ლაქა ახალია. რაც უფრო დიდხანს რჩება, მით მეტად იშლება ქსოვილში და ხდება პრობლემატური.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორ გავაქროთ ტონალურის კვალი სამოსიდან მარტივად. 15 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტონალურის-კვალი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T01:10:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi