პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიტენესის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გახსნა - დაღუპულია 2...

ტენესის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გახსნა – დაღუპულია 2 სტუდენტი, მათ შორის თავად თავდამსხმელიც

აშშ-ში ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის საშუალო სკოლაში 17 წლის მოზარდმა ბიჭმა ცეცხლი გახსნა – შედეგად გარდაიცვალა ერთი მოსწავლე, ხოლო მეორე დაიჭრა. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.

ორივე მათგანი – გარდაცვლილიც და დაჭრილიც, სტუდენტი გოგონები არიან. დაზარალებულს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული და ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ნეშვილის პოლიციის ცნობით, მოზარდმა, რომელიც შეიარაღებული იყო, სკოლის კაფეტერიაში რამდენიმე გასროლა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა შემდეგ თავი მოიკლა.

  უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 21 პირი - შსს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი