“ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს…” – როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბოლო პერიოდია, საქართველოში არასტაბილური ამინდებია, ბევრს აინტერესებს, როდის დათბება.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.

ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.

ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.

შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.

მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.

ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი  წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

წყარო: რაიმტაიმი
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს…” – როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. 6 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ტემპერატურა-32-გრადუსს-მია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi