ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა - ადგილობრივი სპეციალისტები 66 წლის...

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა – ადგილობრივი სპეციალისტები 66 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 43 ადამიანს აკვირდებიან

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს, მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, დაავადება გამოუვლინდა ევროპელს, რომელიც აფრიკიდან გასულ კვირას დაბრუნდა. ტაილანდის დაავადებათა კონტროლის უწყების განცხადებით, ინფიცირებული, შტამის გამოსავლენად ანალიზის პასუხს ელოდება.

66 წლის ევროპელი, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს, აფრიკული ქვეყნიდან, სადაც მაიმუნის ყვავილი ვრცელდებოდა, 14 აგვისტოს დაბრუნდა.

“რეისის ჩამოსვლიდან ცოტა დრო გავიდა, რომლის განმავლობაშიც ის კონტაქტობდა სხვა ადამიანებთან,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

ხელისუფლება იმ 43 პირს აკვირდება, რომელთან კონტაქტიც 66 წლის ინფიცირებულ პაციენტს ჰქონდა.

  ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს - Bloomberg
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი