ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა – ადგილობრივი სპეციალისტები 66 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 43 ადამიანს აკვირდებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს, მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, დაავადება გამოუვლინდა ევროპელს, რომელიც აფრიკიდან გასულ კვირას დაბრუნდა. ტაილანდის დაავადებათა კონტროლის უწყების განცხადებით, ინფიცირებული, შტამის გამოსავლენად ანალიზის პასუხს ელოდება.

66 წლის ევროპელი, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს, აფრიკული ქვეყნიდან, სადაც მაიმუნის ყვავილი ვრცელდებოდა, 14 აგვისტოს დაბრუნდა.

“რეისის ჩამოსვლიდან ცოტა დრო გავიდა, რომლის განმავლობაშიც ის კონტაქტობდა სხვა ადამიანებთან,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

ხელისუფლება იმ 43 პირს აკვირდება, რომელთან კონტაქტიც 66 წლის ინფიცირებულ პაციენტს ჰქონდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა – ადგილობრივი სპეციალისტები 66 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 43 ადამიანს აკვირდებიან. 21 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტაილანდში-აფრიკიდან-ჩასუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi