სამხრეთ ტაივანში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 5900-ზე მეტი პირი კი ევაკუირებულია. Reuters-ის ინფორმაციით, კუნძულზე ბოლო კვირის განმავლობაში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც მთელი წლის განმავლობაში იყო ნავარაუდევი. Შესაბამისად, Უხვმა ნალექებმა ტაივანში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 77 დაშავებულის შესახებ.
ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ჩო ჯუნგ-ტაიმ, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და განაცხადა, რომ მისი კაბინეტი ამ კვირაში სპეციალური ბიუჯეტის შემუშავებაზე მუშაობს, რათა მათ კომპენსაცია მიიღონ. “ასეთი ძლიერი შტორმი აქამდე ტაივანში გვქონია.
ტაიფუნ „დანასიდან“ ერთი თვე გავიდა და მას შემდეგ განუწყვეტლივ წვიმს. ყველაფერს გავაკეთებთ დაზარალებულების დასახმარებლად“, – განაცხადა ტაივანის პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ: სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი
4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi