მესტიაში, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის, ასევე მე-12 კლასელის, საპოვნელად.

სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მესტიაში, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. 7 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მესტიაში-14-წლის-გიორგი-ვიბ/

  დიდთოვლობის გამო ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, დახურულია სკოლები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi