ტაივანში ტაიფუნ „გაემის“, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ტაიფუნი ტაივანში

ტაივანში ტაიფუნ „გაემის“, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც კუნძულს ბოლო წლების განმავლობაში დაატყდა თავს.

მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარი და წვიმა ძლიერდება, რაც საფრთხეს უქმნის ტაივანის სხვადასხვა ნაწილებს და მის მიმდებარე კუნძულებს – პენგუს, კინმენსა და მაცუს.

ტაიფუნის გამო სკოლები და ოფისები დაკეტილია, ხოლო შიდა და საერთაშორისო ფრენები – შეჩერებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ცინ-დემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„შემდეგი 24 საათი გადამწყვეტი იქნება კუნძულისთვის, რადგან ეს არის ძალიან მძიმე გამოწვევა სასწრაფო დახმარების სამსახურებისა და პერსონალისთვის. დაახლოებით 29 000 ჯარისკაცი მზადყოფნაშია“, – განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მაღალმთიანი რეგიონებიდან ევაკუირებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტაივანში ტაიფუნ „გაემის“, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტაივანში-ტაიფუნ-გაემის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi