ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“ - გუდაურში გარდაცვლილი...

„სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“ – გუდაურში გარდაცვლილი პილოტის ცოლმა ქმრის სიკვდილი სიზმარში წინასწარ ნახა

2 წელი გუდაურის ტრაგედიიდან – 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. 8 ოჯახის ცხოვრება 29 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა.

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.

„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე… რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.

ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა… ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.

ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესეი იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან მეთქი… ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
  „გარდაცვლილ მამაჩემს ჩემი ბათინკი ჩავაცვით“- ემოციური ამბავი, რომელიც გიორგი კეკელიძემ „გურულ დღიურებში“ არ შეიტანა
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თუ მეგრული სამზარეულო გიყვარს, ეს კერძები აუცილებლად უნდა გასინჯოთ

თუ მეგრული სამზარეულო გიყვარს, ეს კერძები აუცილებლად უნდა გასინჯოთ

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი