აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად უპასუხა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ირანისთვის სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული იარაღის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ.
„სწორად გავიგე, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი დაუდევრად ისვრის სიტყვა „ბირთვულს“ და ამბობს, რომ ის და სხვა ქვეყნები მზად არიან, ირანს ბირთვული ქობინები მიაწოდონ? მან მართლა თქვა ეს, თუ მე მომეჩვენა? თუ მან ეს თქვა და თუ ეს დადასტურდება – გთხოვთ, დაუყოვნებლივ შემატყობინოთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, სიტყვა „ბირთვული“ ასე დაუფიქრებლად არ უნდა იყოს გამოყენებული.
„ეტყობა, ამიტომაც არის პუტინი „ბოსი“, – დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.