ირანმა, კატარში მდებარე აშშ-ის ბაზაზე ავიაიერიში დაიწყო და მისიას “გამარჯვების გამოცხადება” უწოდა – ინფორმაციას abcnews-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ალ უდეიდის ავიაბაზა იყო.
“ამერიკელი მტრის აგრესიით ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სიონისტების ბოროტება ამერიკული ჩანაფიქრის გაგრძელება იყო”, – ნათქვამია ირანელი სამხედროების განცხადებაში.
ერაყში აშშ-ის ავიაბაზა სამხედრო მზადყოფნა იყო გამოცხადებული. როგორც Reuters-ი წერს, პერსონალს ბუნკერებში ჩასვლა უბრძანეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მისიას “გამარჯვების გამოცხადება” უწოდა – ირანმა, კატარში მდებარე აშშ-ის ბაზაზე ავიაიერიში დაიწყო. 23 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მისიას-გამარჯვების-გამო/
