კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ბოლოს ხორვატიის წარმომადგენლისთვის სწავლების სიმბოლური დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს IEL MILU-ის მასპინძელი ქვეყანა ხორვატია იქნება.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი იყო მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვასა და აღსრულებისას ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების დახვეწა და გაუმჯობესება. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა და საველე ელემენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სასროლეთზე გამნაღმველთა ჯგუფმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გააუვნებელყო. კითხვის გაგრძელება…
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სწავლება/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T00:36:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
