ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ანსამბლ „თსუ – უნივერსიტეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ ყურაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თენგიზ ყურაშვილის ახლობლები ავრცელებენ.
ქორეოგრაფის გარდაცვალებას „ფეისბუკში“ უამრავი ადამიანი ემოციური სტატუსით ეხმიანება:
„გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე – თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ თსუ – უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ყურაშვილი.
ჩვენი გვერდის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ქორეოგრაფი, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი ავთანდილ ჩუბინიძე.