ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ანსამბლ „თსუ – უნივერსიტეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ ყურაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თენგიზ ყურაშვილის ახლობლები ავრცელებენ.
ქორეოგრაფის გარდაცვალებას „ფეისბუკში“ უამრავი ადამიანი ემოციური სტატუსით ეხმიანება:
„გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე – თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ თსუ – უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ყურაშვილი.
ჩვენი გვერდის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ქორეოგრაფი, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი ავთანდილ ჩუბინიძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ მოცეკვავე თენგიზ ყურაშვილი გარდაიცვალა. 7 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სუხიშვილების-ოქროს-თა/

