ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სუს-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს - შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი...

„სუს-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს – შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს“ – ლაშა მაღრაძე პრემიერის ინიციატივაზე

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, სუს-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – აღნიშნავს პრემიერი.

  მერიის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა და აღარ გადმოხტა - კაცი ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი