ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის სააგენტო, 950 000 ლარად, დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინებს ყიდულობს

სურსათის სააგენტო, 950 000 ლარად, დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო 950 000 ლარის ვაქცინებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების თანახმად, საუბარია დაავადება თურქულის საწინააღმდეგო მონოვალენტური SAT-1 სეროტიპის შემცველ ვაქცინებზე.

შესყიდვის საჭიროების დასაბუთების მიხედვით, მიმდინარე წელს, ახალი SAT-1 სეროტიპით გამოწვეული ინფექციის კერები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში. ამასთანავე, საქართველოში თურქულის დაავადების შემოჭრა/გავრცელების რისკი მაღალია.

“ვინაიდან, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან რეგიონისთვის თურქულის დაავადების ახალი, ეგზოტიკური SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში და არსებობს დაავადების აღმძვრელის გადაცემის მრავალი მექანიზმი, როგორიცაა დაავადების აღმძვრელის გადაცემა დიდ მანძილზე, ქარის მეშვეობით, ასევე, ქვეყანაში მეცხოველეობის მომთაბარე სისტემა, არსებობს დაავადების ქვეყანაში შემოჭრის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, გართულდება ეპიზოოტიური სიტუაცია და ფერმერებს მიადგება დიდი ფინანსური ზარალი მეცხოველეობის პროდუქტების მკვეთრი შემცირებით. ასევე ქვეყანას, როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ერთ-ერთ ექსპორტიორს, შეუჩერდება უფლება განახორციელოს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ამთვისებელი ცოცხალი ცხოველების, ასევე ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების ექსპორტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცხოველების იმუნიზაციის მიზნით 2025 წლის მეორე და 2026 წლის პირველ ნახევარში საჭიროა 1 500 000 დოზა ვაქცინა. არსებული და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭიროა, გადაუდებელი აუცილებლობით პირველ ეტაპზე უმოკლეს ვადაში მოხდეს 500 000 დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციის დროული წამოწყება, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 15 თებერვლამდე.

რა არის თურქული?

თურქული ვირუსული ინფექციური მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სპეციფიკური ჩარევის გარეშე შესაძლოა, მოიცვას დაავადების ამთვისებელ ცხოველთა სრული სულადობა.

თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ავადობამ, შესაძლოა, 100%-მდე მიაღწიოს, მოზარდ ცხოველებში სიკვდილიანობა 20%-მდეა. ადამიანი თურქულით არ ავადდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ისტორიაში პირველად - მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.