ეკვადორში ციხის ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა – მოკლულია 14 პირი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ეკვადორში ციხის ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია 14 ადამიანი, კიდევ 14 დაჭრილია.

შეტაკებები პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს და პატიმრებს შორის დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრებმა სამართალდამცველებს ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს დაცვის ერთ თანამშრომელი და რამდენიმე მძევლად აიყვანეს. დაკავებულების ნაწილმა ბუნტის დროს ციხიდან გაქცევაც მოახერხა.

13 მათგანი პოლიციამ დააკავა. ძალოვნებმა დაწესებულებაზე კონტროლი შესვლიდან 40 წუთში აღადგინეს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ეკვადორში ციხის ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა – მოკლულია 14 პირი. 24 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეკვადორში-ციხის-ბუნტს-მს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi