კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასურსათის სააგენტომ ოთხ ქალაქში არალეგალური რძის საწარმოები გამოავლინა - ობიექტები დაიხურა

სურსათის სააგენტომ ოთხ ქალაქში არალეგალური რძის საწარმოები გამოავლინა – ობიექტები დაიხურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს ყველის საწარმოში კრიტიკული და არა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ვანში ინდივიდუალური მეწარმე გ.მ.-ს საწარმოში, რომელიც ასევე არ იყო აღიარებული, აღმოჩნდა ტექნოლოგიური დარღვევით დამზადებული ყველი (სულგუნი) და ნადუღი, ხოლო მზა პროდუქტი არ იყო ეტიკეტირებული. საჩხერეში ფიზიკური პირი ა.ხ.-ს არალეგალურ ყველის საწარმოში კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, ასევე სავალდებულო აღიარების გარეშე.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში აღმოაჩინეს რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტები, რომელიც სავალდებულო აღიარების გარეშე ხორციელდებოდა. ფიზიკური პირი დ.ს.-ს ობიექტი ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ფუნქციონირებდა. შპს “გურიაც“ ასევე საქმიანობდა რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეაჩერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ პროდუქცია სავალდებულო აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის ნორმები.

  პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან €600 000-ის ოქრო მოიპარეს - უსაფრთხოების სისტემის გათიშვამ კრიმინალებს გზა გაუხსნა
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი