კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმი” (ს/კ 345682692).

შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

  თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი