სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადება „თურქულის“ პრევენციისთვის 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დაავადება თურქულის SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებების კერები ფიქსირდება, მათ შორის, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე რეგიონებში.
პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა 500 ათასი დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინა, რომელიც რეკომენდებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს ლაბორატორიის მიერ.
სააგენტომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. ვეტერინარები ცხოველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრიან.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს.
თურქული (Food and Mouth Disease) წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, ვირუსული ინფექციური დაავადებაა. თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ადამიანი თურქულით არ ავადდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო თურქულის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ახორციელებს. 2025 წელს, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებს (მათ შორის SAT-1-ის საწინააღმდეგოდ) მილიონ 300 ათასზე მეტი ვაქცინაცია/რევაქცინაცია ჩაუტარდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადება „თურქულის“ პრევენციისთვის 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა – რეკომენდებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს ლაბორატორიის მიერ. 19 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-5/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
