სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.
სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა. 11 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-18/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi