წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ესტუმრნენ იმ წვევამდელთა ოჯახებს, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ. სამხედროებმა წვევამდელების მშობლებს თავდაცვის უწყებისგან მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე, ქვედანაყოფებში ჩარიცხულთა უმეტესობა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები არიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახელფასო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ. 7 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წვევამდელთა-ეროვნულ-სამხ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-28T21:41:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
