სტუმრებს თანხას სთხოვდნენ და აშინებდნენ — ბარის თაღლითური სქემა თბილისში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მფლობელმა თანამშრომლებთან ერთად თაღლითური სქემა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს თანხის გადახდას აიძულებდნენ — აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

შსს-ის ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბარის მფლობელი და ბრალდებული თ.ა. დასაქმებულ პერსონალთან ერთად მოქმედებდნენ ორგანიზებულად. მათ როლები წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული და დაწესებულებაში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ოდენობის თანხას თაღლითურად აკისრებდნენ.

თუ მოქალაქე უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, ბარის თანამშრომლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

დაკავებულები არიან:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • სომხეთის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული გ.ჰ.
  • უკრაინის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტ.კ.
  • რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ა.
  • 2004 წელს დაბადებული კ.კ.
  • 1996 წელს დაბადებული ა.ტ.
  • და 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობას ეხება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სტუმრებს თანხას სთხოვდნენ და აშინებდნენ — ბარის თაღლითური სქემა თბილისში. 15 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სტუმრებს-თანხას-სთხოვდნე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi