ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გააცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანები და მუშაობის სპეციფიკა, სრული ინფორმაცია მიაწოდეს სტაჟირების პროგრამისა და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.