პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი

სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა – მათ მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკამ, სოციალურ ქსელში დაწერა.

“ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო და ხელისუფლება ცდილობს ორი თავდამსხმელის პოვნას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ საზიზღარ თავდასხმას”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ბუიუქდერეს რაიონში, სანტა მარიას ეკლესიაში ადგილობრივი დროით 11:40 საათზე, საკვირაო წირვის დროს მოხდა.

თავდასხმის მიზეზი უცნობია. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის უშიშროების ძალები “მთელი რესურსებით” მობილიზებულია.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

  ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზაში, საავადმყოფოზე იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი და მისი თანაშემწეა მოკლული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი