ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასრული ინსტრუქცია მათთვის, ვინც სტადიონზე მიდის - „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ...

სრული ინსტრუქცია მათთვის, ვინც სტადიონზე მიდის – „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება.

ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. „Starring Georgia-ს“ ცნობით, „დინამო არენას“ კარი 17:00-ზე გაიღება და იქ მისულ მსმენელს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა და წინასაკონცერტო განწყობის შექმნა შეეძლება. სანამ 21:00-ზე სცენაზე მთავარი არტისტი გამოვა, 19:30-დან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.

„Starring Georgia“ მელომანებს ურჩევს, არენაზე ადრიდანვე მოვიდნენ, თავიანთი ადგილიც დაიკავონ და მთელი საღამოთი სრულყოფილად ისიამოვნონ. გასათვალისწინებელია, რომ ხვალ საკმაოდ მზიანი ამინდი იქნება, რასაც კონცერტზე დასწრების მსურველები მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.

„სახლიდან გამოსვლისას არ დაგავიწყდეს დამცავის წასმა, შეამოწმე ამინდის პროგნოზი და ჩაიცვი კომფორტულად. დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად, მიიღე საჭირო რაოდენობის წყალი; თუ ადრე მოსვლას აპირებ, თან იქონიე ქუდი ან რაიმე, რაც მზისგან დაგიცავს,“ — აღნიშნულია „Starring Georgia-ს“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

იმ რჩევებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთაც „Starring Georgia“ მელომანებს სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახლომახლო ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებთ და 13:00-დან კონკრეტული ქუჩებიც (გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლის და დ. ყიფიანის) გადაიკეტება; ამიტომაც:

„Starring Georgia-სა“ და „ბოლტის“ პარტნიორობის ფარგლებში, კონცერტზე მომავალი სტუმრები ისარგებლებენ ფასდაკლებით „ბოლტის“ სკუტერებით განხორციელებულ ნებისმიერ მგზავრობაზე იმ შემთხვევაში, თუ სკუტერებს თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ე.წ. „ადამისა და ევას“ შენობასთან დააპარკინგებენ;
გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320,  N311, N327,  N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.
რაც შეეხება უშუალოდ საკონცერტო ტერიტორიასა და ღონისძიებას, აქ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.

  „მე მგონი, რომ ეს არის საუკეთესო რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ“- ანდრია ჯაღმაიძე სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების შესახებ

აკრძალული ნივთებია: საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები.

მაყურებელს შეუძლია, კონცერტზე შეიტანოს პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა, თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე.

ასევე, საგულისხმოა, რომ კონცერტზე არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, რადგან მსგავსი ხმაური მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ, ვინც ქეშით იქნება, დახვდებათ  ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ. გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება  ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალური მერჩი — გულშემატკივრებს შეეძლებათ, შეიძინონ ნივთები საყვარელი არტისტის გამოსახულებით.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა. კონცერტს, საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.