შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტისპიროს კაპრალოსი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ,...

სპიროს კაპრალოსი – მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება

თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა განაცხადა და „ბაკურიანი 2025“ შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები; მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, შვიდი შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრები ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!”, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას, რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

  ბუდუს დუბლი - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალს უახლოვდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი