სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
სომხეთის ეროვნულ გუნდს შეუერთდა რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორისაა ტიგრან ბარსეგიანი, რომელმაც ნაკრებში ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ბომბარდირი ბარსეგიანი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. სომხური მედიის ცნობით, „სლოვანის“ თავდამსხმელს ნაკრებში ყოფილ მწვრთნელთან, ალექსანდრე პეტრაკოვთან კონფლიქტის გამო არ იძახებდნენ.
გარდა ამისა, ნიდერლანდელი სპეციალისტის, ჯონ ვან’ტ სხიპის გუნდს არტურ სერობიანი, ედგარ სევიკიანი, ნაირ ტიკნიზიანი, უგოჩუკვუ ივუ, გრანტ-ლეონ რანოსი, ნარეკ გრიგორიანი და სტეპა მკრტჩიანიც შეუერთდნენ.
სომხეთის ეროვნულ ნაკრებში ასევე ელიან „პუშკაშის აკადემიის“ 20 წლის მცველს, გეორგი ჰარუტუნიანს და პოლონური „ლეგიას“ 25 წლის ნახევარმცველს, ვაჰან ბიჭახჩიანს. ისინი ერევანში დღეს, 18 მარტს ჩავლენ.
ერთა ლიგაზე სომხეთსა და საქართველოს შორის პირველი მატჩი 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში ჩატარდება. გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სომხეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 18 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სომხეთის-ნაკრებმა-საქართ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T14:02:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
