საქსტატი – 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 8.5 პროცენტით გაიზარდა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით ანუ 173.0 ლარით გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა მაგალითად ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი. მშენებლობა – 3 361.8 ლარი. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 170.8 ლარით, ანუ 7.8%-ით გაიზარდა და 2 367.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის – 4 078.2 ლარი და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების – 3 663.5 ლარი.

- Advertisement -
Ad imageAd image

2024 წლის მეოთხე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 189.7 ლარით, ანუ 10.7%-ით გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქსტატი – 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 8.5 პროცენტით გაიზარდა. 18 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქსტატი-2024-წლის-მეოთხე-კვა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T14:02:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi