2026-2027 სასწავლო წელი სკოლებში უკვე დაიწყო.
ცნობილია უქმე დღეები, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
7 იანვარი – შობა
19 იანვარი – ნათლისღება
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.
გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია – სრული სია. 5 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სკოლებში-არდადეგების-თარ/
