კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე...

სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.

სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, – განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.

„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, – განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  პრემიერი: სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს. უნდა დაინერგოს პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი