შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმისიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე – მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ...

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე – მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ ვამჩნევთ?

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე —

Cancer-associated Cachexia (კახექსია) — არის მძიმე მეტაბოლური სინდრომი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეების, მაგალითად, პანკრეასის, კუჭის და ფილტვის ავთვისებიან. მისი მთავარი მიზეზებია ორგანიზმში ძლიერი ანთებითი პროცესები, მადის დარღვევა თავის ტვინის დონეზე და კუნთების/ცხიმის მასის კლება. ამ პრობლემის განვითარებას ხელს უწყობს IL-6, GDF-15 და სიმსივნის მიერ ენერგიის გადაჭარბებული მოხმარება.
კახექსიის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გამოსახულებითი/ინსტრუმენტული კვლევები და სისხლის შრატის ბიომარკერები, რადგან ისინი უკეთ გვიხსნის კუნთთა მასის ცვლილებებს. სამკურნალოდ მიმდინარეობს აქტიური კვლევები, რომლებიც აქვეითებენ ანთებასა და აწესრიგებენ მადას—მაგალითად, გრეილინის რეცეპტორის აგონისტები, ანტი-IL-6, ანტი-TNF-alpha ანტი-GDF15 ანტისხეულები.
ექიმებისა და პაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კახექსია არ არის უბრალო წონაში კლება. ესაა რთული მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება დროული შეფასება და ინტერდისციპლინური მიდგომა. ახალი პრეპარატები იძლევა იმედს, რომ მომავალში უკეთ ვუმკურნალებთ ამ მძიმე სინდრომს.
ამრიგად,
კიბოსთან დაკავშირებული კახექსია ძალის და სიცოცხლის გამქრალი „ენერგიაა“. ეს მეტაბოლური სინდრომი განსაკუთრებით გვხვდება ბევრ ავთვისებიან სიმსივნეში და ხშირად სიმსივნის კლინიკურ გამოვლინებამდე. გააგრძელეთ კითხვა
  კამბოჯაში ფრინველის გრიპი უკვე მეხუთე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა - რას წერს გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი