როგორ მოქმედებს სილამაზე წარმატებაზე და მართლა აქვს თუ არა მას პრივილეგია?
სილამაზეს, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ლუკიზმი (ეს არის წინასწარშექმნილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებიც ითვლებიან ფიზიკურად არამიმზიდველებად.) გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია – უსამართლობაა და არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანის პიროვნებასა და უნარებზე მხოლოდ გარეგნობით. მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ მიმზიდველ ადამიანებს ხშირად უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.
სილამაზე ხშირად განიხილება როგორც უპირატესობა, რომელიც ადამიანს უფრო მარტივ გზას უხსნის კარიერაში, სოციალურ ურთიერთობებში და ზოგადად ცხოვრებაში. თუმცა, მართლაც აუცილებელია მიმზიდველობა წარმატებისთვის? ან პირიქით, შეიძლება ეს იყოს სტერეოტიპული მახე, რომელიც მხოლოდ გარეგნობაზე ამახვილებს ყურადღებას?
მეცნიერების აზრით – დიახ. კვლევები აჩვენებს, რომ მიმზიდველი ადამიანებისთვის ცხოვრება ოდნავ უფრო მარტივია, თითქოს ისინი „სტარტის ხაზიდან ერთი ნაბიჯით წინ იწყებენ“.
2022 წლის კვლევის მიხედვით:
ონლაინ სწავლებაში მიმზიდველმა სტუდენტებმა უფრო დაბალი შეფასებები მიიღეს, ვიდრე მაშინ, როცა პირადად ესწრებოდნენ ლექციებს.
გამოკითხულთა 92%-მა (მამაკაცები) და 84%-მა (ქალები) აღნიშნა, რომ პარტნიორი მიმზიდველი უნდა იყოს.
სამუშაოს შოვნისას უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ხშირად იმარჯვებენ გარეგნულად მიმზიდველი კანდიდატები.
ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სილამაზე განსაზღვრავს წარმატებას, მაგრამ ის გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე – ხშირად არაცნობიერადაც კი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi