სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
ვერტმფრენი

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დღეს დილიდან სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ.

ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო. 26 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სვანეთში-დაკარგული-ორი-ა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi