ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში...

„საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ“

11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, – განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.

„რეალობა არის შემდეგი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

  ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი