ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„სახლში ბავშვს არ შორდებოდა. გულზე ეწვინა და ასე ეძინათ მამა-შვილს…“ - გმირი...

„სახლში ბავშვს არ შორდებოდა. გულზე ეწვინა და ასე ეძინათ მამა-შვილს…“ – გმირი გიორგი ანწუხელიძის ამბავი

დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის… გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა.

მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო…

ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც – ანა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა, ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული იაშვილის კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა. დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა…

მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინათ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეზე იყო, გიორგი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, სავახშმოდ შევიდა იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა.

მაკა ჩიკვილაძე: „იმ საღამოს შემდეგ ხშირად მირეკავდა. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და… ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა…“

მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, მოგვიანებით ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვიამფრქვევეს თანაშემწედ, ომამდე ორი თვით ადრე.

  ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონის სოფელ ძევერაში გააცილა.

მაკა ჩიკვილაძე: „კარგად მახსოვს, ოთხშაბათი იყო და ვთხოვე, იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე-მეთქი, კიო, ჩამოვალო. რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით. 7 რომ თენდებოდა… ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი-მეთქი…“

ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ.

ოქტომბერში ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის, რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება. მეტიც, დარწმუნდებიან, რომ ცოცხალია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ, რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები, თუ როგორ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხავს და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკით­ხებიან, სად იყავი, გიორგი, გუშინ? გიორგი პასუხობს, აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ.

ზუსტად არ იციან, როდინდელია ეს კადრები, ტელეკ­ომპანია ამბობს, რომ აგვისტოს კადრებია.

მაკა: „ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა…

ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. დეენემზე ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი… თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა…

გვამის ამოსაცნობადაც იყვნენ წასული ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო…

ეჰ… ნაწილიდან რომ მოვიდოდა, სულ სახლში იყო ჩვენთან, ბავშვს არ შორდებოდა. აძინებდა, უცვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, გულზე ეწვინა და ასე ეძინათ მამა-შვილს… 27 ივლისს თანაცხოვრების ორი წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს მერე აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული… დეკემბერში ერაყში მიდიოდა. სულ ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ერთი წელი რა გაძლებს უშენოდ-მეთქი და ახლა სულ წავიდა…“

  დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

ასევე წაიკითხეთ:  4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.