პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ...

„სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

,,სადაც მეძლევა შესაძლებლობა, ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მადლიერი ვარ ჟურნალი “სარკის”, რადგან ჩემი პირველი გამოჩენა პირველად “სარკეში” მოხდა და ჩემი ფოტო ყდაზე დაიბეჭდა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები”, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, რომელმაც ცხოვრებისგან ერთი მთავარი რამ ისწავლა – არასოდეს გაბრაზდეს და ბედნიერება ყველგან და ყველაფერში ეძებოს.

გულს ვერც უმადურობით დაწყვეტთ. ჩააცვი და გაუშვიო – ამ პრინციპით უდგება ყველას, ვისაც მისგან ხელის გამართვა სჭირდება. არც იმაზე ფიქრი ადარდებს, რომ ერთ დღეს შეიძლება “სხვა რაკურსი” დასრულდეს და ტელევიზიის მიღმა დარჩეს – მუყაოსგან ბორბლებიან ტელევიზორს გავაკეთებ, ქუჩაში დავდგამ, მოვიყვან რესპონდენტებს და ხალხს გავაბედნიერებო, ამბობს.

– ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ განვლილ წლებს?

– არანაირად არ შევაფასებ. ჩემს ცნობიერებაში დაკეტილია წარსული.

– რას ნიშნავს დაკეტილი წარსული?

– არ ვიყურები წარსულში. მაგალითად, არასდროს ვამბობ ფრაზას: დედა, რა ბედნიერი პერიოდი იყო.

– თუმცა ხომ იყო თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, დღეები, პერიოდი?

– სულ ბედნიერი ვიყავი და ვარ. სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, მეგობრებთან ვცხოვრობდი – მაინც ბედნიერი ვიყავი, ანუ ცხოვრების ყველა ეტაპზე ბედნიერი ვიყავი და ვარ.

ერთხელ, ზამთარში ძალიან მციოდა და შევედი მეტროში. ფეხი დავაბიჯე იმ ადგილს, საიდანაც თბილი ქარი ამოდიოდა და უცებ ვთქვი სიტყვები, გაიხაროს იმ ადამიანმა, ვინც მეტრო მოიგონა-მეთქი. მაშინაც ბედნიერი ვიყავი. ამიტომ განვლილ წლებსაც ბედნიერად და სიხარულით შევაფასებ.

ამბობენ, რომ გიჟები არიან ყოველთვის კმაყოფილები და ბედნიერებიო და დაე, ვიყო მეც გიჟი.

– თქვენთვის პრობლემები არ არსებობს?

– როგორ არ არსებობს, მაგრამ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხი. პრობლემაზე კი არა, მის გადაჭრაზე ვფიქრობ. ვაი, დავიღუპე – ეს სიტყვები არ არსებობს ჩემს ლექსიკაში

ასევე ნახეთ: ჩინეთში გაიხსნა კლინიკა მათთვის, ვისაც სამსახურში სიარული არ უნდა

  რამდენ ლარად შეიძენთ ერთ აშშ დოლარს და ევროს 22 იანვარს

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი