სახიფათო ხორცპროდუქტები გაანადგურეს – რა ხორცპროდუქტები ხვდებოდა ქსელში უკანონოდ – სურსათის სააგენტომ არალეგალური საამქროები დახურა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ხორცპროდუქტებს უკანონოდ ამუშავებენ და შემდეგ მათ რეალიზაციას ახდენენ – ამგვარი ობიექტები აღმოჩენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა, მფლობელები დააჯარიმა, სახიფათო ხორცპროდუქტები კი გაანადგურა.

ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.

კანონის მოთხოვნით, საწარმოს სადაც ცხოველისა თუ ფრინველის დაკვლა შემდეგ კი დამუშავება ხდება, საქმიანობის უფლება შესაბამის რეესტრში უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. სავალდებულო პირობაა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ობიექტის აღიარებაც. მინიმალური მოთხოვნებია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და საწარმოო პროცესში ვეტერინარის მონაწილეობა.

შეუსაბამო პირობებში დაკლული და შემდეგ დამუშავებული ხორცპროდუქტები, ხშირად ცივი ჯაჭვის დაცვის გარეშე, არასამაცივრე დახლებსა და ზოგჯერ პირდაპირ ავტომობილებიდან იყიდება. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს არ ახლავს მისი უვნებლობისა და ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა ნომერი 2. ეს ქმნის რისკებს რეალიზაციაში მოხვდეს დაავადებული ცხოველისა და ფრინველის ხორცი. ამასთანავე არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი შესაძლებელია დააბინძუროს გარემო პირობებმაც.

დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა გავრცელების რისკსაც წარმოადგენს საეჭვო წარმომავლობის ხორცპროდუქტები, საკმაოდ ვრცელია. უკვე დაბინძურებული პროდუქტის თერმულად კარგად დამუშავებაც კი უსაფრთხოებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სახიფათო ხორცპროდუქტები გაანადგურეს – რა ხორცპროდუქტები ხვდებოდა ქსელში უკანონოდ – სურსათის სააგენტომ არალეგალური საამქროები დახურა. 9 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სახიფათო-ხორცპროდუქტები/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T20:43:15+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi