შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი

სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.

პროგრამა სამთვიანია. სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-25 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი – 2.7 . კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – განაცხადების გადარჩევის შემდეგ სტაჟირების მსურველებს გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

  რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 22 ივლისს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი