სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.

პროგრამა სამთვიანია. სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-25 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი – 2.7 . კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – განაცხადების გადარჩევის შემდეგ სტაჟირების მსურველებს გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი. 1 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სახელმწიფო-უწყებებში-ანა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi