შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება.

შესაბამისი ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებს სპორტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა.

მისი თქმით, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხდება უფასო.

გაბისონიას განცხადებით, სახელმწიფო უმაღლესი განათლების სფეროში სწავლას სრულად ხელმისაწვდომსა და უფასოს ხდის. მისივე განმარტებით, მოქმედი საგრანტო სისტემა იცვლება და მის ადგილს სახელმწიფო დაფინანსების სრულყოფილი მოდელი დაიკავებს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, განსაზღვრული კვოტების ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება ექნებათ, ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამებზე სწავლა სრულიად უფასოდ გაიარონ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „მე მინახავს პატრიარქი, რომ ტიროდა...“-ტარიელ ხარხელაური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი