ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან დაითესა ჩვენს...

„სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან დაითესა ჩვენს ერში – ამ ღირებულებათა დაცვა არის მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც“-ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში

დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქი ნიკეის პირველი მსოფლიო კრების და საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ილია მეორე აღნიშნავს, რომ საქართველო იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით.

„2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისათვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.

საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.

დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა.

ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.
მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა”, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

  რა გავაკეთოთ და როგორ დავიცვათ თავი ბირთვული აფეთქების შემთხვევაში? - რჩევები, რომელთა გამოყენებაც იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი